უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს წევრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ცოტათი დაგვიანებული იყო.
ევროპული საბჭოს წინაშე წარმოთქმულ მიმართვაში, ზელენსკიმ აღნიშნა სანქციები პრევენციული რომ ყოფილიყო, არსებობდა შანსი, რომ რუსეთი ომზე არ წასულიყო.
ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოთვალა ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას და ვინც ყოყმანობს ან თავს იკავებს.
პრეზიდენტმა უნგრეთსა და გერმანიაზე გაამახვილა ყურადღება.