აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები 30 დღის განმავლობაში დაეხმარება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, უკან დაბრუნებაში.
როიტერის ინფრომაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს. მათ შორის მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს აზიის ბიუროში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილა პანამის არხთან დაკავშირებული საკითხებიც. აღნიშნა, რომ პანამაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, აქვთ თავიანთი წესები და კანონები. თუმცა შეერთებულ შტატებს აქვს სახელშეკრულებო ვალდებულება, დაიცვას პანამის არხი თავდასხმის შემთხვევაში.