იაპონიის დასავლეთ და სამხრეთ პრეფექტურებში დიდთოვლობაა

06 თებერვალი 2025, 10:09 93 ნახვა

იაპონიის ჰოკაიდოს პრეფექტურაში დიდთოვლობაა.  სნოუბორდისა და თხილამურებზე სრიალის მოყვარულებით გაივსო ქვეყნის ყველაზე ცნობილი რუსუცუს ზამთრის კურორტი.

კურორტის ყველაზე მაღალ ზონად ისოლას მთა მიიჩნევა, რომელიც ზღვის დონიდან 994 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, სამშაბათს ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან ჰოკაიდოს პრეფექტურაში რეკორდული თოვლი მოვიდა.

თოვლის საფარმა 129 სანტიმეტრი შეადგინა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში