დონალდ ტრამპმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

07 თებერვალი 2025, 11:18 117 ნახვა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომელთა სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა „საშიში პრეცედენტი შექმნა“, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს „შევიწროებით, შეურაცხყოფითა და შესაძლო დაპატიმრებით“.

სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის დროს მოაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში