იანვარი მსოფლიოში რეკორდულად ყველაზე თბილი იყო - აცხადებენ ევროპელი მკვლევარები. იანვარში გაგრძელდა უჩვეულო სიცხეების ტალღა. ბოლო 19 თვიდან 18-ში ცელსიუსით საშუალო გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატება დაფიქსირდა - ნათქვამია ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ყოველთვიურ ანგარიშში.
იანვრის გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,75 გრადუსით აღემატებოდა ინდუსტრიამდელ საშუალო ტემპერატურას.