აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრა განიხილეს.
ლიდერებმა განიხილეს მათი მცდელობები რუსეთსა და ბელორუსზე ეკონომიკური საფასურის დაწესების მიზნით, ასევე მზადყოფნა, მიიღონ დამატებითი ზომები და შეაჩერონ სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ლიდერებმა განიხილეს რუსეთის აგრესიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებები და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ლტოლვილებს მასპინძლობენ.
ლიდერები მიესალმნენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ და სასტიკი ქმედებების შესახებ მტკიცებულებების შეგროვების მცდელობებს.