გაერო-ს გენერალური ასამბლეის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო მეორე მხარდამჭერი რეზოლუცია ერთ თვეში. დოკუმენტით გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.
რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას და ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს.
ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარდგენილ იყო უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით.