რუსულ ბომბებს შეწირული ტანმოვარჯიშე

24 მარტი 2022, 14:10 629 ნახვა

რუსულ ბომბებს უკრაინელი ტანმოვარჯიშე კატერინა დიაჩენკო შეეწირა, ამის შესახებ ევროსპორტი იუწყება.

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც 11 წლის იყო. წყაროს თანახმად, მარიუპოლში დიაჩენკოს სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც მამამისიც დაიღუპა, ხოლო დედა და მისი ძმა სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩნენ.

როგორც ცნობილია, კატერინა სახლის ნანგრევებში გარდაიცვალა, მის ძმას კი ფეხები აქვთ დაზიანებული და დედასთან ერთად ისევ დაბომბვის ადგილზე რჩება, რადგან მათი ევაკუაცია ჯერჯერობით შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი