რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი - კულება

24 მარტი 2022, 12:39 1022 ნახვა

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს.

„თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – დასახმარებლად ერთ ხელს უკრაინას უწვდიდე, მეორე ხელით კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი