25 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
დიდი სლემების 3 გზის ჩემპიონმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც ამ სპორტმა მომცა.
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე მხარს მიჭერდა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები მოგონებებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება.”- განაცხადა ქალთა კატეგორიის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.
ბარტიმ თქვა რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მიიღო.
უფრო ვრცლად კი ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ავსტრალიელმა 2019 წელს როლან გაროსი მოიგო, 2021-ში უიმბლდონი, წელს კი - ავსტრალიის ღია პირველობა. ბარტი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი იყო.
ამ დროისთვისაც ბარტი პირველია და უახლოეს მდევარს დიდი უპირატესობით უსწორებს.