ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მეხუთე ორთაბრძოლა მოიგო

20 მარტი 2022, 11:53 1250 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ტოჩინიშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მე-8 დღეს მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ დროისთვის ლევანს დადებითი ბალანსი აქვს 5 გამარჯვებით და 3 მარცხით.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება.

ტოჩინოშინს ტურნირზე დადებითი ბალანსით დასაფიქსირებლად  დარჩენილი 7 ბრძოლიდან მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება, რაც მისი ელიტაში დარჩენისთვის მნიშვნელოვანია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი