დღეს გახდა ცნობილი, რომ ეროვნულ ლიგაში უამინდობის გამო კიდევ 3 მატჩი გადაიდო.
საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩი მიხეილ მესხზე; თელავის და ტორპედოს დაპირისპირება კავკასიონ არენაზე და სამგურალისა და გაგრას შეხვედრა ზესტაფონში.
გასულ 2 კვირაში იგივე მიზეზით ეროვნულ ჩემპიონატში მანამდე კიდევ 6 შეხვედრა არ ჩატარდა.
უამინდობამ ეროვნული ლიგა ორის კალენდარიც არია. ლიგა 2-ში 7 თამაშია გადადებული.