ბათუმის "დინამომ" თბილისში "ლოკომოტი" დაამარცხა

18 მარტი 2022, 21:04 1154 ნახვა

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" მესამე შეხვედრა მოიგო. მეხუთე ტურის შეხვედრაში ბათუმელები გასვლაზე თბილისში "ლოკომოტივს" ესტუმრნენ და 0-2 დაამარცხეს.

ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაფრინდაშვილის რბილი გადაცემის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა.

მატჩის მიწურულს 92-ე წუთზე კი ლობჟანიძემ რადინი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.

5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შავიზღვისპირელებს 10 ქულა აქვთ და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ მატჩს გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ 2 აპრილს საკუთარ მოედანზე "თელავის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში