მარტის ბაშოზე ტოჩინიშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

18 მარტი 2022, 15:09 815 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ტოჩინიშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინმა მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირუ იორიკირის ილეთით დაამარცხა და დადებითი ბალანსი გაიმყარა.

ამ დროისთვის ლევანს 4 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

მისი მომდევნო მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ქართველი 6:2-ს უგებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში