საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" დღეს მეხუთე ტურის შეხვედრაში გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრება.
ბათუმელებს 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვთ, ხოლო "ლოკომოტივი" კი 3 მატჩში ქულის გარეშე იმყოფება.
ეს შეხვედრა თბილისში 19:00 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ ეროვნული ლიგის კლუბები 2 აპრილამდე სანაკრებო პაუზის გამო შეისვენებენ.