კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების შეხვედრაში ბათუმმა საკუთარ დარბაზში კაკტუსს უმასპინძლა და 87 : 82 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში სტუმრები გააქტიურდნენ და სხვაობა ანგარიშში საგრძნობლად შეამცირეს.
გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთები აღმოჩნდა. ბათუმს 19 ქულით და 5 შედეგიანი გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა, 9 მოხსნა სოსო გონგაძის ანგარიშზეა.
საბოლოოდ მასპინძლებმა მეტოქე 5 ქულის სხვაობით 87 : 82 დაამარცხეს. საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმის მეტოქე თბილისის მეგა იქნება.