საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა.
მსოფლიო პირველობაზე 40 ქვეყნის 166 მონაწილე 23 დან 27 მარტის ჩათვლით იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:
- მორის ყვითელაშვილი - ერთეულები
- ანასტასია გუბანოვა - ერთეულები
- მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - სპორტული ცეკვები
- კარინა საფინა და ლუკა ბერულავა - სპორტული წყვილები
ქართული დელეგაცია საფრანგეთში 20 მარტს გაემგზავრება.