ბათუმის "დინამომ" თბილისის "საბურთალოს" ფრედ ეთამაშა

13 მარტი 2022, 21:07 1264 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალო" მიიღო და ფრედ 2:2 ეთამაშა.

ანგარიში 26-ე ლაზარე კუპატაძის შეცდომის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ "საბურთალო" წინ გაიყვანა. 

მალევე ბათუმელებმა ანგარიშში გაათანაბრეს, თუმცა შეხვედრის არბიტრმა გოლი გააუქმა რასაც გულშემატკივრის აღშფოთება მოჰყვა. 

37-ე წუთზე ჯოვინომ გაიტანა და ამჯერად უკვე მსაჯმა გოლი ჩათვალა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში 65-ე ნონიკაშვილმა ისევ სტუმრები გაიყვანა წინ. 
76-ე წუთზე აზაროვმა საჯარიმოში რბილად ჩააგდო,  ლობჯანიძემ ბიძინაშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი "საბურთალო" კარგი დალაშქრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შავიზღვისპირელებს 7 ქულა აქვთ.
შემდეგ შეხვედრას გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" 18 მარტს გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი