ბათუმის ''დინამოს'' და ''საბურთალოს'' მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

10 მარტი 2022, 11:24 1303 ნახვა

ბათუმის ''დინამო'' საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის ''საბურთალო" საკუთარ მოედანზე მასპინძლობს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს 16:00 საათზე საიტ: biletebi.ge- ზე დაიწყება.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია სალაროებში 12 მარტიდან მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10 და 25 ლარია.

სამი ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' კიდევ 5 გუნდს თანაბარი 6 ქულა აქვს, თუმცა შავიზღვისპირელები უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ბათუმის ''დინამოს'' და თბილისის ''საბურთალო'' შეხვედრა 13 მარტს 19:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში