უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ანტალიაში შეხვდებიან

10 მარტი 2022, 10:29 1289 ნახვა

ანტალიაში მალე თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყება. ვრცელდება კადრები როგორ იკრიბებიან ჟურნალისტები, რომელიც მაღალი რანგის შეხვედრას დაესწრებიან.

ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრაა. 

ცნობილია ოფიციალური კიევის მოთხოვნები - ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება. ამ შეხვედრასთან ერთად, ოფიციალური კიევი გერმანიის კანცლერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი