როგორი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ - ზელენსკი 

10 მარტი 2022, 04:12 1197 ნახვა

ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, რით ემუქრებოდნენ რუსეთს? რა ქვეყანაა ასეთი რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საავადმყოფოებისა და სამშობიაროების ეშინია და ანადგურებს მათ? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ორსული ქალები როსტოვის მიმართულებით სროლას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვანებს ამცირებდა? ეს იყო საავადმყოფოს დენაციფიკაცია? - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა საზოგადოებას მორიგ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ეს შენობები დანგრეულია!

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშობიაროზე თავდასხმით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  უკრაინელების გენოციდი ხდება.

რუსეთმა  მარიუპოლში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ალყაშია მოქცეული, სამშობიარო სახლი და საავადმყოფო დაბომბა.  უკრაინული მედია იუწყება, რომ აფეთქებები სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის, ეზოში მოხდა.  დაშავებულია 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე — პაციენტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში