დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მარიუპოლში რუსული სამხედრო ძალების მიერ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.
მისივე თქმით,საზარელი დანაშაულებების გამო პუტინი პასუხს აგებს.
"ცოტა რამ არის უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველთა მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის უფრო მეტ მხარდაჭერას იძიებს საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად და ჩვენ პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის“, - წერს ჯონსონი Twitter-ზე.