უკრაინამ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა. ამის შესახებ „უნიანი“ წერს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხ ARD-ის გადაცემა Tagesschau-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის ორგანიზებაში საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართული და შეხვედრაზე „ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი“.