ქალთა თასის ფინალში "ლანჩხუთი" და ხობის "კოლხეთი" ითამაშებენ

09 მარტი 2022, 13:21 1082 ნახვა

საქართველოს ქალთა თასის  ტიტულისთვის "ლანჩხუთი" და ხობის "კოლხეთი“ იბრძოლებენ.

ნახევარფინალში ''ლანჩხუთი'' თბილისში ''ნიკეს'' ესტუმრა და დამატებით დროში 0-2 მოუგო.

მეორე ნახევარფინალში ხობის "კოლხეთმა" კი ზუგდიდის ''ფენიქსი'' დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცა და თასისი ფინალში პირველად გავიდა.

საქართველოს ქალთა თასის ფინალური მატჩი "ლანჩხუთსა" და ხობის "კოლხეთს" შორის 19 მარტს  შედგება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი