ჩოგბურთელი ენდი მარი უკრაინელ ბავშვებს დაეხმარება

09 მარტი 2022, 13:29 639 ნახვა

ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო გადაწყვიტა, 2022 წლის ყველა საპრიზო თანხა, რასაც მოიპოვებს, გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფს გადაურიცხოს.

“უკრაინაში კონფლიქტის გამო 7,5 მილიონზე მეტი ბავშვი დაზარალდა. უნისეფთან აქტიური თანამშრომლობა დავიწყე, რათა ბავშვებს დავეხმაროთ,” - განაცხადა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს მოუწოდა, უნისეფ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას შეუერთდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში