მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალიდან მოკვეთილია.
პოლონეთის ნაკრები კი პირდაპირ ფინალში გავიდა.
''ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ პოლონეთი მიიღებს B ჯგუფის ფინალში მონაწილეობის უფლებას პირდაპირ და იქ შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება“, - წერია ფიფას განცხადებაში .
რაც შეეხება უკრაინა-შოტლანდიის მატჩს ივნისისთვის გადაიდო.
''უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოგვიგზავნა და მოითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის გადადება, ამ სიტუაციაში მათი გუნდისთვის მოგზაურობისა და ვარჯიშის ორგანიზების შეუძლებლობის გამო.
უეფასთან და დაინტერესებულ ოთხ ასოციაციასთან კონსულტაციის შემდეგ ერთხმად დავაკმაყოფილეთ ეს თხოვნა სოლიდარობის სულისკვეთებით. შოტლანდია
-უკრაინის მატჩი, რომელიც 24 მარტს იყო დაგეგმილი, ივნისისთვის გადაიდო''. - ნათქვანიას მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანიზაციის განცხადებაში .