დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართება.
ბათუმის "დინამო" გასვლაზე გორის "დილას" ესტუმრება.
ორი ტურის შემდეგ "დინამო" 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო გორელები 3 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან.
მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
მეორე მატჩში კი ერთმანეთს თბილისის "საბურთალო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.