მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის 723 მილიონ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

08 მარტი 2022, 11:33 790 ნახვა

მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის, სესხებისა და გრანტების სახით 723 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„მსოფლიო ბანკის ჯგუფი იღებს სწრაფ ზომებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ძალადობისა და უკიდურესი შეფერხების ფონზე“, - ნათქვამია ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბანკში აცხადებენ, რომ ეს თანხა დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფაში, მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასების, ხანდაზმულების პენსიებისა და სოციალურად დაუცველების პროგრამების დაფინანსებაში .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი