8 მარტს ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
ნახევარფინალში „ლანჩხუთი“ თბილისში პრინციპულ მეტოქეს, „ნიკეს“ დაუპირისპირდება.
ამავე დღეს, ზუგდიდში, სამეგრელოს დერბიში ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი ადგილობრივი „ფენიქსი“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.
8 მარტი - საქართველოს ქალთა თასის ნახევარფინალი :
13:00 ნიკე – ლანჩხუთი;
14:00 ფენიქსი – კოლხეთი ხობი.