ბითაძემ კარიერის რეკორდი გააუმჯობესა

07 მარტი 2022, 10:03 1265 ნახვა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ კარიერი პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

22 წლის ცენტრმა ვაშინგტონ ვიზარდს წინააღმდეგ 24 წუთში 20 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი. თან ისე რომ სროლა არ გაუფუჭებია.

ინდიანას შემადგენლობაში გოგაზე მეტი 27 ქულა მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო. 
საბოლოო ჯამში ვაშინგტონელებმა მატჩი 10 ქულიანი სხვაობით 123-133 მოიგეს.

ინდიანას 22 მოგების წილ 44 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ინდიანელებს 9 მარტს, შინ კლივლენდთან ელის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი