რომის პაპმა უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა

06 მარტი 2022, 19:41 1000 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის ნარატივს, „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ, უარყოფს. მისი განცხადებით, უკრაინის სამხედრო კონფლიქტი „არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი“.

ამასთან, ფრანცისკემ უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა. პაპმა ფრანცისკემ უსაყვედურა რუსეთს მისი ნარატივის გამო, თითქოს უკრაინაში სამხედრო შეჭრა „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, რომლის მიზანიც უკრაინის „დემილიტარიზაციაა“.

ცნობისთვის რომის პაპმა გასულ კვირას მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სთხოვა, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა კონფლიქტის ზონიდან გასვლა შეძლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში