სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან - ტრამპი

08 თებერვალი 2025, 10:20 129 ნახვა

მსურს ეს ომი დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორვ ტრამპა განაცხადა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

„სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და სავარაუდოდ, ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან. მსურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – თქვა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულება ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო სურს და ეს მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავენ.

„800 ან 900 ათასი რუსი სამხედროა, რომლებიც დაიღუპნენ და ძალიან მძიმედ დაიჭრნენ. იგივეა უკრაინაშიც. დაახლოებით 700 ათასია უკრაინაში“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, ზელენსკისთან განიხილოს ფინანსური და სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან იღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში