ვინიცაზე თავდასხმი შემდეგ ზელენსკი სასწრაფო ვიდეომიმართვას ავრცელებს

06 მარტი 2022, 17:41 1143 ნახვა

ვინიცაზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ, უკრაიის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სასწრაფო ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის დასავლეთის ვეყნების ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაკეტონ უკრაინის ცა, ან მისცენ თვითმფრინავები მშვიდობიანი მოქალაეების დასაცავად.

„ყოველდღე ვიმეორებთ: დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე რუსული რაკეტებისთვის, საბრძოლო ავიაციისთვის, ამ ტერორისტებისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების და ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ვართ ადამიანები და თქვენი ჰუმანიტარული ვალია დაგვიცვათ ჩვენ, ადამიანები და თვენ ეს შეგიძლიათ.

თუ ამას არ გააკეთებთ, თუკი თვითმფრინავებსაც არ მოგვცემთ, რათა თავად შეცძლოთ თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თქვენც გსურთ, რომ ჩვენ ნელ-ნელა გვკლავდნენ.

ეს ასევე მსოფლიოს პოლიტიკოსების და დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობაა დღეიდან და სამუდამოდ“ - აცხადებს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი