იხოცებიან 18 და 20 წლის ბიჭები, რომლებსაც ისიც კი არ აუხსნეს, რისთვის იბრძვიან - ზელენსკი რუს სამხედროებზე

05 მარტი 2022, 19:30 1161 ნახვა

რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ ზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 ათას გარდაცვლილ რუს სამხედროს.- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იხოცებიან, 18 და 20 წლის ბიჭები არიან, რომლებსაც ისიც კი არ აუხსნეს, რისთვის იბრძვიან და რატომ არიან სხვის მიწაზე.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იჩენენ სიმამაცეს უკრაინის თავდაცვის ყველა საკვანძო მიმართულებებზე მტრის შეკავებისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი