უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ ის კიევშია, სამუშაო ადგილზე იმყოფება.
გვიან ღამით, პრეზიდენტის ოფიციალურ "ინსტაგრამზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჩანს რომ მასთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც.
მანამდე უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება კიევში და ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა, მორიგი ყალბი ამბავია.