დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრას ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.
მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ვიცე ჩემპიონს თბილისის "დინამოს" დაუხვდება.
პირველი ტურის მატჩი ორივე კლუბმა დამაჯერებლად 4-0 მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში გვერდიგვერდ არიან.
ორი "დინამოს" დერბი დღეს 4 მარტს ბათუმში 20:30 საათზე დაიწყება.