უკრაინაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მედიკოსები, მათ შორის არიან ქართველი ექიმები. საომარი მოქმედებების და აფეთქებების შედეგად მათ ახლა ასობით დაჭრილი პაციენტი ჰყავთ, მუშაობა კი განგაშის სიგნალის ფონზე ხშირად სარდაფებში უწევთ. რუსული აგრესიის სამიზნე გახდა რამდენიმე საავადმყოფოც, რომლებიც დაიბობმა. ქართველი ექიმი, რომელიც კიევში მუშაობდა გვიყვება, რომ კერძო კლინიკების ნაწილი დროებით დაიხურა და პაციენტები სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაანაწილეს. ამ ეტაპისთვის დაკეტილია ის საავადმყოფოც, სადაც ქართველი ექიმი მარიამ გურული მუშაობდა, ის ახლა თავს საზღვრისპირა ქალაქში აფარებს და სამედიცინო მომსახურებას ამ თავშესაფრის დროებით ბინადრებს უწევს.