რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე წუთის წინ ხარკოვის ცენტრი დაბომბეს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კარდებში ჩანს, რომ ჭურვი ადმინისტრაციულ შენობას დაეცა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების დროს გზაჯვარედინზე ბევრი ადამიანი და მანქანა იმყოფებოდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
„დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვია. დაღუპულთა რაოდენობა დგინდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის ოლქში იზმაილსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სოფელი ლოშინოვკა დაბომბეს.