უკრაინა პარტნიორი ქვეყნებიდან 70 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს

01 მარტი 2022, 09:51 1111 ნახვა

პარტნიორი ქვეყნები უკრაინის არმიას მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის 70 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„კიდევ მეტი „კიევის აჩრდილი“ იქნება! პლუს 70 თვითმფრინავი უკრაინის არმიისთვის! ჩვენი პარტნიორები მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გვიგზავნიან. ისინი ბაზირებულნი იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე საიდანაც დავალებებს შეასრულებენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი