ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

25 თებერვალი 2022, 20:58 2202 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატმა ბათუმის ახალ სტადიონზე აიღო სტარტი. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში აღზევებული ბოლნისის "სიონი" მიიღო და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

შეხვედრის წინ გუნდებმა უკრაინას სოლიდარობა სპეციალური ბანერით გამოუცხადეს. ასევე ბათუმელთა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ მის უკრაინელ თანაგუნდელს ოლექსანდრ აზაცკის კაპიტნის სამკლაური დაუთმო. "შავი ზღვის მეკობრეებმა" კი მატჩზე უკრაინის დიდი დროშა და ბანერი წარწერით: "Слава Україні!" გაშალეს.

  • რაც შეეხება შეხვედრას ანგარიში 36-ე წუთზე ბათუმელთა ახლადწვეულმა ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა.
  • 61-ე წუთზე პენალტოდან მამუჩაშვილმა სხვაობა გაზარდა.
  • 73-ე წუათზე დეკოვიჩმა ფალამარიონს გაატანინა და მატჩში ანგარიში 3-0 გახდა.
  • შეხვედრის საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე მამუჩაშვილმა დააფიქსირა და დუბლი შეასრულა.

მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნული ლიგა მარტივი გამარჯვებით დაიწყო და ცხრილის სათავეში მოექცა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" მეორე ტურში 4 მარტს საკუთარ კედლებში თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი