მტრის დაბომბვას ორი ბავშვი ემსხვერპლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 33 სამოქალაქო სამიზნე დაიბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით იუწყება.
„მტერმა 33 სამოქალაქო სამიზნეს ესროლა. რუსები ესვრიან სამოქალაქო ობიექტებს და კლავენ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ დღეებში ორი ბავშვი დაიღუპა რუსი ოკუპანტების დაბომბვის გამო... და ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ბრალია", - აღნიშნა ვადიმ დენისენკომ.