საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

25 თებერვალი 2022, 10:07 546 ნახვა

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი 91:70 დაამარცხა. 26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაკფადენი გახდა.

მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გიორგი შერმადინი გახდა, რომლის ანგარიშზე 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი იყო. 12 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო, 11 - სანაძემ, 10 - ბერიშვილმა. სტუმართაგან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სტოიანოვსკი იყო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების მეორე მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ჩატარდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი