უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება.
მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.
თავდაცვის სამინისტროს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული ტანკები კიევის მიმართულებით მიემართებიან.
გავრცელებული ცნობით, რუსული ტანკები ივანკოვთან შეჩერდნენ, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.