ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, მიგვიღებენ თუ არა ნატოში, ყველას ეშინია - ზელენსკი

25 თებერვალი 2022, 09:22 4534 ნახვა

მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში - ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ მხარს გვიჭერენ. თითოეული სახელმწიფოს მადლობელი ვარ, რომელიც უკრაინას კონკრეტულად ეხმარება. თუმცა, ჩვენ მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? სიმართლე გითხრათ, ყველას ეშინია. ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორს ვეუბნები: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები: ჩვენ გვერდით ხართ? მპასუხობენ, რომ ჩვენ გვერდით არიან, თუმცა არ არიან მზად, ალიანსში თან წაგვიყვანონ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებს ჰკითხა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატოში, თუმცა ყველას ეშინია პასუხის გაცემა.

„დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია. პასუხს არ იძლევიან. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალურ სტატუსზე, თუმცა რა გარანტიები გვექნება?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის ბედი უკრაინის არმიასა და უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი