უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი.
„ოპერატიული მონაცემებით, რუსული თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 169 დაიჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს მედიცინის მუშაკები მუდმივად მუშაობენ, მორიგეობს ყველა ექიმი არამხოლოდ ქირურგიული პროფილით, არამედ ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.