ჩვენი სამხედრო ძალები არ ჩაერევიან კონფლიქტში, თუმცა სანქციები გამკაცრდება - ბაიდენი

24 თებერვალი 2022, 22:45 1104 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უმკაცრესი იქნება. მისივე თქმით, პუტინმა აირჩია ომის გზა და ახლა მისი ქვეყანა აუცილებლად იწვნევს შესაბამის შედეგებს.

აშშ რუსეთის ოთხ ძირითად ბანკს ბლოკავს.

"პუტინმა აირჩია ეს გზა და ახლა მისი ქვეყანა აუცილებლად იწვნევს შესაბამის შედეგებს. დღეს, მე ვაპირებ გამოვაცხადო ახალი სანქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაისაჯოს რუსეთი, ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში, ჩვენ სპეციალურად შევქმენით ეს სანქციები, რათა მაქსიმალური, გრძელვადიანი გავლება მოგვეხდინა რუსეთზე და შეგვემცირებინა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოკავშირეზე ომის ნეგატიური შედეგები. 

ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ბანკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მსხვილ ბანკთან ვწყვეტთ თანამშრომლობას და ვბლოკავთ ოთხ დამატებით მსხვილ ბანკსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა აქტივი, რომლებიც რუსებს აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქნება გაყინული. ეს მოიცავს "ვი თი ბანკს" რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს აუცილებლად აისახება რუსულ ელიტაზე, მათი ოჯახის წევრებზე. 

კორუმპირებული მილიარდერების წინააღმდეგ ჩვენ აუცილებლად დავაწესებთ შესაბამის სანქციებს და გამოვიყენებთ იგივე შეზღუდვებს, უმსხვილესი რუსული საწარმოების წინააღმდეგ, ისეთი კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ბიუჯეტი 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტია", - აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებული სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა ექნება.

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები ასეთია:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
  • შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა
  • შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
  • სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
  • სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
  • სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში აშშ-ს სამხედრო ძალები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.

"ჩვენი ძალები უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაერთვება. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა უკრაინაში საბრძოლველად, არამედ "NATO-ს" მოკავშირეების დასაცავად და აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების მხარდასაჭერად. ცხადად ვთქვი, რომ აშშ "NATO"-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკის ძალების სრული შესაძლებლობით დაიცავს" - თქვა ბაიდენმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი