რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"ეს იძულებითი ზომები იყო, რადგან, შეეძლოთ, შეექმნათ ისეთი რისკები, რომ გაურკვეველი იქნებოდა ისიც კი, როგორ იარსებებდა ჩვენი ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება, მათ შორის სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ამის მიუხედავად, რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ და არ დააყენონ ამოცანად ამ სისტემიდან ჩვენი გაძევება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეზღუდვები იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.