ბერულავა/საფინას წყვილმა ოლიმპიადაზე ქართული რეკორდი გააუმჯობესა

19 თებერვალი 2022, 18:09 1158 ნახვა

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილმა საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი დააფიქსირა.

აქამდე საუკეთესო მე-10 პოზიცია იყო. 2006 წელს ეს შედეგი ფიგურულ ციგურაობაში ელენე გედევანიშვილმა ტურინში აჩვენა, ხოლო 2022 წელს, მიმდინარე პეკინის ოლიმპიადაზე ისევ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა გაიმეორა.

ლუკამ და კარინამ თავისუფალი პროგრამაში 126.33 ქულა მიიღეს. წინა დღისით პროგრამაში 66.11 ქულა ჰქონდათ. ქულების ჯამური მაჩვენებელის შედეგად კი 192.44 .ქულა მოაგროვეს და  საუკეთესო ცხრა სპორტსმენს შორის მოხვდნენ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში რეკორდული რაოდენობით, 9 მონაწილით, სპორტის 3 სახეობაში ასპარეზობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი