საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

18 თებერვალი 2022, 10:50 878 ნახვა

18 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 24 409 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა - 825, იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი - 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც: 5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 293, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 116.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 140, იმერეთში - 384. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 40, იმერეთში - 25.

1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 652 - თბილისში, 204 - აჭარაში.

154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

 

 

 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში