"ბათუმი" თასის მერვედფინალში "მარგვეთს" დაუპირისპირდება

11 თებერვალი 2022, 11:08 1072 ნახვა

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების მორიგი სეზონი 16 თებერვალს დაიწყება.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო წილისყრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

თასის გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მატჩები მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყება.
წილისყრის შედეგად გაირკვა რომ ბათუმის საკალათბურთო კლუბი პირველ ეტაპზე ''მარგვეთს'' დაუპირისპირდება.

სერია ერთ მატჩიანია და 18 თებერვალს ბათუმში 16:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი ბათუმის საკალათბურთო კლუბს სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩი ელოდება.

ბათუმელები გასვლაზე რუსთავსს ესტუმრებია. შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში